პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჯაფარიძე ”ფეისბუქის” გვერდზე წერს.

”მინდა გაცნობოთ, რომ გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა. ერთადერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ წინ დიდი გამოწვევა მელოდება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ამპლუაში გასაუბრების სახით და ვფიქრობ, მჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, გაგებით მოეკიდებით ჩემს გადაწყვეტილებას და წარმატებას მისურვებთ ამ უაღრესად მნიშვნელოვან ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის დიდი პატივი იყო მემუშავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და ჩემი მცირედი წვლილი შემეტანა ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაში. დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის”, – წერს სოფო ჯაფარიძე.

ჯაფარიძე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს შორის ერთ-ერთია.

(Visited 48 times, 1 visits today)

კომენტარები