ბაზარზე კიდევ ერთი სიახლე დიეტისა და ჯანსაღი კვების მოყვარულებისთვის. კომპანია „იფქლი“ მომხმარებელს ახალ დიეტურ პურს, „ნატურამოს“ სთავაზობს. როგორც ”თბილისი თაიმსთან ” საუბრისას კომპანია „იფქლის“ მთავარმა ტექნოლოგმა  გელა კოდალაშვილი განაცხადა  „ნატურამო“ გაღივებული ხორბლის მარცვლისაგან დამზადებული პურია, რომელიც პურეულის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და დაბალკალორიული (კალორიულობა – 181.3კკალ/100გ) სახეობაა.

„ნატურამო“ დაახლოებით ერთი თვეა რაც ბაზარზე გამოჩნდა  და საინტერესო სიახლეს ვთავაზობთ მომხმარებელს. პურის დამზადებლად ფქვილის გამოყენებაა საჭირო, თუმცა ჩვენს ახალ პროდუქტში ფქვილი არ გამოიყენება. „ნატურამოს“ დამზადებისას  იხმარება მხოლოდ გაღივებული ხორბალი. რის შედეგადაც მთლიანად იცვლება ხორბლის სტრუქტურა, იზრდება მინერალებისა და ვიტამინების რაოდენობა.“

„ნატურამო“ სასიამოვნო სიახეეა მათთვის, ვისაც აწუხებს ჭარბი წონა და თავს არიდებს ნახშირწყლების გამოყენებას. კომპანიის ტექნოლოგის თქმით, კომპანია აძლევს რეკომენდაციას გამოიყენონ „ნატურამო“ დიეტის დროს.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სახამებლის არსებობაა პურში. ბევრისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს პურში არსებული  ნახშირწყლების მიღება, რაც ხშირად იწვევს წონაში მომატებას. ჩვეულებრივი პურის  მიღებისას ერთ-ერთი პრობლემა  დიაბეტური ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებია. „ნატურამოს“ შემთხვევაში, ჩვეულებრივ პურში არსებული ნახშირწყალი იცვლება და უფრო ადვილად მონელებად შაქრებში გადადის. არ ხდება სისლში გლუკოზის სწრაფი მომატება,სწორედ ამიტომ „ნატურამო“ როგორც დიეტის, ასევე დიაპეტის შემთხვევაში დასაშვებია.“

„ნატურამოს“ ლაბორატორიული კვლევა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩაუტარდა, რის შემდეგაც უწყებამ „იფქლს“ სპეციალური ნებართვა (№01/1672. 11/01/2017) მიანიჭა დიეტური პურის წარმოებისათვის. „ნატურამოს“ მოხმარება დასაშვებია დიაბეტით დაავადებულთა კვებაშიც, ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

 „ყველაფერი ერთ საწარმოში კეთდება. მოგვაქვს გაწმენდილი ხორბალი, ვრეცხავთ, ვალბობთ, ვაღვივებთ ორი დღის განმავლობაში და შემდეგ ხდება დაღერღვა და არა ფქვილად წარმოება. სწორედ დაღერღილი ხორბლისგან მზადდება „ნატურამო“.პური რომელიც განსხავადება სხვებისგან.  

გაღივებული მარცვლით დამზადებული პური, ბოჭკოვანი უჯრედისის შემცველობის გამო, ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას სწორად ფუნქციონირებაში, დაბალი კალორიულობის გამო კი, ის საუკეთესო პურია დიეტაზე მყოფი ადამიანებისათვის.

„ნატურამოს“ შეძენა  მომხმარებელებს ერთი ლარად შეუძლიათ თბილისის მარკეტებში.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

(Visited 109 times, 1 visits today)

კომენტარები