ლიანდაგის ქურდობის მცდელობისთვის შსს-მ 4 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ აბასთუმანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს რკინიგზის კუთვნილი 46 მეტრი სიგრძის ლიანდაგების მოპარვას ცდილობდნენ.

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1976 წელს დაბადებული შ.ფ., 1981 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული ლ.ა. და 1992 წელს დაბადებული ნ.ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.

(Visited 23 times, 1 visits today)

კომენტარები