გასული წლის ივნისის თვესთან შედარებით საქართველოში ტურისტთა რიცხვი 43%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 28.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს 6 თვის მონაცემები შეაჯამა.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა,  2017 წლის იანვარ – ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდა,ნ რუსეთიდან და ირანიდან განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – ივნისში ავსტრია გამოირჩეოდა.

ამასთნ, 2017 წლის პირველ კვარტალში უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 434.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 82 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.  2016 წლის ჯამური მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი საქართველოში 2.2 მილიარდ (2,166,334,169) დოლარს (ზრდა +11.9%) შეადგენს, რაც 230 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 6.8%-ს შეადგენს. ზრდა წინა წელთან შედარებით +0.8%-ია. 2016 წლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.8%.

2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 786,282 ათასი ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +33.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2016 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,624,808 ათასი ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, +11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

(Visited 18 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*