ესთეტიკური სილამაზის ცენტრებს, სალონებს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. სწორედ ამიტომ, ამგვარ დაწესებულებებში ჰიგიენური ნორმების დაცვა პრივილეგიას უნდა წარმოადგენდეს. თბილისში სილამაზის სალონების შემოწმება უკვე დაწყებულია. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ოფიციალური ჯარიმის ოქმები გამოიწერება. შემოწმება ორი მიმართულებით მიმდინარეობს: არის თუ არა სალონი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და ახორციელებს თუ არა ინფექციის კონტროლს.  მოქმედი რეგულაციით, სალონს თუ ამ დრომდე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის სტატუსი არ აქვს, მას 500 – ლარიანი სანქცია დაეკისრება. ამ შემთხვევაში სალონის ინფექციურ დაავადებებზე შემოწმება აღარ გაგრძელდება, თუმცა, თუ იგივე ობიექტი ხელმეორედ შემოწმების დროსაც არ იქნება დარეგისტრირებული, ჯარიმა გაორმაგდება.

შემოწმების პირველ ეტაპზე, სალონებს  შესაბამისი პროტოკოლით განსაზღვრული ინსტრუქციები მიეცემათ, რათა მსგავს დაწესებულებებში ინფექციების გავრცელება არ ხდებოდეს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო 1 ოქტომბრიდან გახდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან, ყველა ის დაწესებულება, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება.

 ნინო ზარიძე

 

 

 

 

 

 

 

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები