H&M პირველ მაღაზიას „გალერეა თბილისში“ 2017 წლის შემოდგომაზე გახსნება.  როგორც  საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების განცხადებაში ნათქვამია, მაღაზია „გალერეა თბილისში“ სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

H&M-ში ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და თეთრეულის სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი.როგორც კომპანიაში განმარტავენ, ისინი ქართველ მომხმარებლებს შესთავაზებენ სამოს საუკეთესო ფასად.

“ძალიან გვიხარია, რომ როგორც იქნა, საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით! ჩვენთვის დიდი პატივია, თბილისელ მოდის მოყვარულებსა და ჩვენს მომავალ მომხმარებლებს ახალი სტილის პოვნისა და რაციონალური შოპინგის საშუალება მივცეთ და მოდაში საკუთარი განაცხადის გაკეთებაში დავეხმაროთ”, – აღნიშნავს კლაუდია ოსვალდი, H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, სლოვენიაში, ხორვატიაში, სერბეთსა და საქართველოში.

 „გალერია თბილისი“ მეტრო თავისუფლებასთან, 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება. ცენტრში წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი დონის ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდები.        

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 62 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*