5 წთ წინ
კახა კალაძე: “ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელი იყო”
12 საათის წინ
ამირან გამყრელიძე: “არ მინდა ვიფიქრო, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციის გამიზნული დისკრედიტაცია ხდება”
12 საათის წინ
“საქართველოში 29 222 დოზის ოდენობით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა გაიხარჯა”
20 საათის წინ
“ხარვეზი უახლოეს პერიოდში გამოსწორდება” – მერიის პასუხი საბავშვო ბაღებში საკვებთან დაკავშირებით
21 საათის წინ
სააპელაციო სასამართლომ ”ბასიანთან” მომხდარ დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი  თამაზ ინალიშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თამაზ ინალიშვილი საქართველოს  მოქალაქეს  დაჰპირდა თავისი ნაცნობის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლის  მეშვეობით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის 3 წლის ვადით  გადავადებას, რის სანაცვლოდაც 1000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს თამაზ ინალიშვილმა აღნიშნულ მოქალაქეს გამოართვა  მოთხოვნილი თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით და განუმარტა, რომ უმოკლეს ვადაში გადასცემდა სამხედრო – სააღრიცხვო მოწმობას, რომელშიც იქნებოდა სავალდებულო სამსახურის გადავადების შესახებ შესაბამისი მონაცემი.

2017 წლის 05 ივლისს  თამაზ ინალიშვილმა მოქალაქეს გადასცა სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადების ამსახველი  სამხედრო-სააღრიცხვო წვევამდელის ყალბი მოწმობა, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 25- 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

(Visited 21 times, 1 visits today)

კომენტარები