აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ცენზი შესაძლოა გაიზარდოს. ინიციატივა პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გაჟღერდა. ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები შედიან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ კონცეფციას განიხილავს.

“აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ცენზი არ უნდა იყოს 18 და 20 წელი. ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ ცენზის კიდევ უფრო გაზრდაზე”, – აცხადებს დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.

2018 წლის 1 იანვრიდან ონლაინკაზინო ვალდებული იქნება, ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში მონაწილეობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ მოთამაშეს მიაღებინოს.

აზარტული და მომგებიანი თამაშები შესაძლოა ინტერნეტსივრცეში შეიზღუდოს.

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები