ხვალიდან, 7 ივლისიდან ავიაკომპანია „სერვისეარი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით იწყებს რეგულარული ფრენების განხორციელებას. ფრენები შესრულდება ყოველდღე (ოთხშაბათის გარდა), განხორციელდება ორი რეისი, ხოლო პარასკევს და კვირას კი – სამი რეისი.
“ჩვენს მოქალაქეებს და ტურისტებს შესაძლებობა ექნებათ, ისარგებლონ დილის და საღამოს ფრენებით. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ შეისყიდა ეს მომსახურება და აქედან გამომდინარე, მგზავრობა იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი. ერთი გზის მიმართულებით ბილეთის ღირებულება 90 ლარი იქნება. ფრენები ამ ფორმატით გაგრძელდება არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე,” – განაცხადა გიროგი კვირიკაშვილმა.