ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დატოვა. მან 5-წლიანი საქმიანობა შეაჯამა და ერთ-ერთ საამაყო პროექტად ქარის პირველი ელეტროსადგური “ქართლი 1” დაასახელა.

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად 01 ივლისს წარადგინეს. 39 წლის კახა კალაძის საარჩევნო სლოგანი “ჩემი ოცნების თბილისი” იქნება.

“კარგად მაქვს გააზრებული პასუხისმგებლობა, რას ნიშნავს, იყო თბილისის მერი. ამისთვის მზად ვარ”, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 2011 წლიდან არის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, ხმათა 53.63 %-ით. იყო კოალიციის პარტიული სიის პირველი ნომერი. 2012 წლიდან დღემდე ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერია. 2008 წელს იყო “პროგრეს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2008 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი “კალა ფონდი”, 2007 წელს – საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი “კალა კაპიტალი”.

კახა კალაძის სპორტული კარიერა მილანის და კიევის საფეხბურთო კლუბებს უკავშირდება. 1996-2012 წლებში იყო საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრი.

მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი და ღირსების ორდენი.

ჰყავს მეუღლე ანუკა არეშიძე და სამი ვაჟი.

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია, “ევროპული საქართველოს” – ელენე ხოშტარია.

თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება.

(Visited 10 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*