თბილისში ნაყინის ახალი ბრენდი გამოჩნდა. კომპანია საკუთარ მომხმარებელს განსხვავებულ და ორიგინალურ ნაყინებს სთავაზობს, რომელიც განსხვავებულია გემოთი და არომატით. ნაყინის მოყვარულებს  საკუთარი  რეცეპტითა და გემოვნებით შეუძლიათ დაამზადონ სასურველი ნაყინი. კომპანიის დაარსებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „თბილისი თაიმსს“ კომპანიის დირექტორი ირაკლი ხოფერია ესაუბრა.

უპირველესად ყოვლისა, მოგვიყევით საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ „როლინგ როლსი“?

– კომპანია „როლსი” ბრენდით „როლინგ როლსი”, ბაზარზე 2017 წლის პირველ ივნისს გამოჩნდა. იდეა გახსნამდე, რამდენიმე თვით ადრე, აღმოსავლური კულტურის გაცნობისას, სრულიად სპონტანურად დაიბადა.

რითი ხართ გამორჩეულები?

– ჩვენი პროდუქტი, კერძოდ ნაყინის ხვეულები სიახლეა არამხოლოდ  ქართულ, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. ორიგინალურია როგორც დამზადების წესი, ასევე ნაყინის შემადგენელი კომპონენტების შერჩევის პროცესი; ყოველი ნაყინი განსაკუთრებულია და მომხმარებლის ინდივიდუალურ გემოვნებაზეა გათვლილი, რაც  50-ზე მეტი სახეობის ნაყინის შექმნის საშუალებას გვაძლევს. ტრადიციული ნაყინის შემთხვევაში კი, მოგეხსენებათ, მწარმოებელი თავად გვთავაზობს წინასწარ, კონკრეტული  გემოვნებით შერჩეულ მზა  პროდუქტს.

რა სიახლეს სთავაზოთ მომხმარებელს?

– ბრენდი ,,როლინგ როლსი”  განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ ვიყენებთ  უმაღლესი ხარისხის ნატურალურ და არაგენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს (როგორიცაა რძე, ნაღები, ორცხობილა, ქართული ხილი და სხვ.); ეკოლოგიურობის თვალსაზრისით, არჩევანი შევაჩერეთ ხის კოვზებზე ნაცვლად პლასტმასისა; შემოქმედებითად ვუდგებით რეცეპტების დახვეწის პროცესს და ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლის აზრს. ახალ-ახალი რეცეპტების დეგუსტაციაში ჩვენი გუნდის ყოველი წევრი იღებს მონაწილეობას. ჩვენი კომპანიისათვის პრიორიტეტულია ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი პროდუქტი, შემოქმედებითი მიდგომა, კმაყოფილი მომხმარებელი  და შეკრული, ძლიერი გუნდი.

როგორია ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია ყველასათვის?

– ჩვენთან, ნებისმიერ ნაყინს 4 ლარად და 80 თეთრად შეიძენთ. ამ ფასში შედის მომხმარებლის მიერ შერჩეული ნებისმიერი კომბინაცია .

 

რამდენად კონკურენტულები ხართ ბაზარზე? 

– ჩვენი პროდუქტისადმი ინტერესი ყოველდღიურად იზრდება, რასაც გაყიდვების დინამიკისა და ფეისბუკგვერდზე ასახული პოზიტიური გამოხმაურებების გარდა კიდევ უამრავი ფაქტი  ადასტურებს; მაგალითად, ამ ორი დღის წინ, შეყვარებული წყვილი მთელი საათი ერთგულად ელოდა  შესვენების დასრულებას;

სად შეიძლება „როლინგ როლსის“ შეძენა?

– ჩვენი ნაყინის დასაგემოვნებლად შეგიძლიათ გვესტუმროთ კინოთეატრ „რუსთაველის“  შენობაში ყოველ დღე დილის 10:30-დან ღამის 10:30-მდე.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– გეგმაში გვაქვს უამრავი და, ამასთანავე, ძალზე საინტერესო სიახლე; მაგალითად, 12 ივლისამდე  ვათამაშებთ GEMFEST-ის ბილეთებს, რომლითაც დავაჯილდოვებთ ყველაზე მეტი მოწონებისა და გაზიარების მქონე Rolling-Rolls-სელფის ავტორს.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 288 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*