7 ივლისიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი, ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაციას იწყებს.

აღნიშნული მონეტის გამოშვებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება 2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში დაგეგმილ ღვინის საერთაშორისო გამოფენას, სადაც საქართველო პირველი საპატიო სტუმარი და მევენახეობა – მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიების მთავარი მასპინძელია. 

(Visited 23 times, 1 visits today)

კომენტარები