რამდენიმე დღის წინ თბილისში ჰაერის ტემპერატურამ თითქმის 40 გრადუსს მიაღწია, თუმცა, სამგზავრო მიკროავტობუსების ნაწილში კონდიციონერები ჩართული არ იყო.

მგზავრების ნაწილი ამას დამატებით თანხებს უკავშირებდა და ამბობდა, რომ მძღოლს უწევს საწვავისა და შეკეთების ხარჯების გადახდა. შპს თბილისის მიკროავტობუსში ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მძღოლს არ უწევს დამატებითი თანხის გადახდა კონდიციონერის ჩართვის გამო. კომპანია კი შეკეთების ხარჯებსაც ფარავს.

„კონდიციონერის ჩართვა მომსახურების, მგზავრობის თანხაში შედის. კომპანია ფარავს კონდიციონერის ჩართვით გამოწვეულ გაზრდილ საწვავის ხარჯს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით ავტომობილის მოვლა-პატრონობა მძღოლს აკისრია, მგზავრების კომფორტული გადაადგილება რომ უზრუნველვყოთ, კონდიციონერის შეკეთების  ხარჯებსაც კომპანია ფარავს.“ – აცხადებს კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნათია მიქიაშვილი.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“  პირველი ივლისიდან მძღოლებს კონდიციონერების ჩართვას ავალდებულებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მიკროავტობუსში კონდიციონერის ჩართვაზე უარისთვის 120 მძღოლს სანქციები უკვე დაუწესდა.

ნინი მაზიაშვილი

(Visited 79 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*