მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა.  შეხვედრის პოლიტიკურ ნაწილთან ერთად, ექსპერტები და სოციალური ქსელების მომხმარებლები ისტორიული შეხვედრის სხვადასხვა ვერსიებზე მსჯელობენ.

გამონაკლისი არც ფსიქოლოგები აღმოჩდნენ, რომლებიც შეეცადნენ ქვეყნის ლიდერების არავერბალური კომუნიკაციის ნიშნების გააანალიზებას.

სპეციალისტ დარენ სტენტონის თქმით, ტრამპისა და პუტინის ჟესტიკულაცია ერთმანეთის მიმართ პატივისცემას გამოხატავდა, თუმცა ორივე ლიდერი, თავის უპირატესობას უსვამდა ხაზს.

“უპირატესობის გამომხატველი ჟესტები იყო შემდეგი: ტრამპს ხელები მომრგვალებულად ეკავა, ხოლო პუტინი ფართოდ გაშლილი ფეხებით იჯდა, რაც კლასიკური დომინანტის პოზად მიიჩნევა”, – განმარტავს სტენტონი.

ტელეკომპანია BBC-ის ფსიქოლოგის მარიო სივიელოს აზრით, ტრამპი პუტინთან უფრო განსხვავებულად იქცეოდა, ვიდრე სხვა პოლიტიკოსებთან შეხვედრის დროს. მისი თქმით, ტრამპი მისთვის ჩვეული ხელის ჩამორთმევის სტილით არ მიესალმა პუტინს, არამედ, იდაყვის ქვემოთ მეორე ხელის ამოდებით, მეგობრული დამოკიდებულება აჩვენა. როგორც წესი, ტრამპი თავის დომინანტ პოზიციას, ხელის აგრესიული მოქაჩვით გამოხატავს.

სივიელოს თქმით, ტრამპი პუტინისგან “ჩაკეტილია, რადგან მას არ სურს, რომ მეორე დომინანტი პიროვნება, მის ენერგეტიკულ ველს შეეჭიდოს”. ფსიქოლოგი, ტრამპის უჩვეულო “ჩაკეტილობას” მედიისა და მოსახლეობის ზეწოლით ხსნის. “მან კარგად იცოდა, რომ ამერიკელები და მსოფლიოს ლიბერალური მოსახლეობა, თავიდან ბოლომდე გააკონტროლებდა მის ყოველ ქცევასა და სიტყვას”, – განმარტა ექსპერტმა.

ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გუშინ, ჰამბურგში, “დიდი ოცეულის” სამიტზე ჩატარდა.

წყარო: imedinews.ge

(Visited 114 times, 1 visits today)

კომენტარები