”მგონი ასე ცუდ სიტუაციაში 88-იანების მერე არ ვყოფილვართ, ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენთვის სიტყვის თავისუფლება, აშკარად. ერთსულოვნება გვაკლია,” – ამის შესახებ, სოციაუალურ ქსელში ივენთ-მენეჯერი, სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი თოფურია წერს და საკუთარ პოზიციას რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით აფიქსირებს, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. ”თბილისი თაიმსი” ტექსტს უცვლელი სახით გთავაზობთ:

”გადახედეთ საქართველოს ისტორიას,
რაც კი ოდესმე ჩვენ სამშბლოს მიუღწევია მხოლოდ ერთად დგომით,
ესე ცალ-ცალკე ფეხებზე დაკიდებით და მარტო, ეგოისტურად ყოფნით, ვერავინ ვერაფერს ვიზამთ,
რა დღეშია ქვეყანა,
მოქმედების დროა, 
მაინც და მაინც რუსებმა მაგისტრალი უნდა გადაკეტონ ალბათ ბათუმისკენ, რომ წავალთ და აღარ გაგვატარებენ.
იქით ბათუმში ქართულ ცეკვას უშლიან ხალხს,
აქეთ გირჩი ქადაგებს რა დროს ეროვნულობაა მთავარია მოსაწევი იყოსო და სხვა ქვეყნის მოქალაქეები გახდნენ თუ გინდა უმრავლესობაო და ყატარის მაგალითი მოყავთ,
მგონი ესე ცუდ სიტუაციაში 88 იანების მერე არ ვყოფილვართ, ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენთვის სიტყვის თავისუფლება, აშკარად
ერთსულოვნება გვაკლია ძალიან,
ერთიანობა მთელ ერს,
ალბათ,რამე უბედურება უნდა მოხდეს რომ გავიღვიძოთ.” – წერს გიორგი თოფურია.

(Visited 550 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*