ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მოპედის მართვა დასჯადი ქმედება ხდება.  თუკი მოპედის მძღოლი ალკოჰოლურ თუ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარს განაცხადებს, ასევე დაჯარიმდება.

სანქციები შემდეგში მდგომარეობს:  მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისას, სანქციად 150 ლარია განსაზღვრული, ხოლო მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება-  მძღოლის 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას  გამოიწვევს .

კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა. მას პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, 86 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ.

ნინო ზარიძე

(Visited 15 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*