ერთ სივრცეში სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას ხონის  მოსახლეობაც შეძლებს. უახლოეს მომავალში  ქალაქ ხონში იუსტიციის სახლის  მშენებლობა დაიწყება. იმ  ადგილს, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, 11 ივლისს, 12:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოინახულებს.

ხონის იუსტიციის სახლი 22-ე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. სერვისების მიღება აქაც მინიმალურ დროსა და კეთილმოწყობილ გარემოში იქნება შესაძლებელი. დღეისათვის იუსტიციის სახლის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, რუსთავის, მარნეულის, მესტიის, ახალციხის, ყვარლის, თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, გორის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის იუსტიციის სახლებში. ახალქალაქში იუსტიციის სახლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და ის რიგით მეოცე ფილიალი იქნება, 21-ე იუსტიციის სახლი კი მარტვილში აშენდება.

(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები