გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, უკანონო სახერხი საამქროები და  ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.

ქალაქ ახალციხესა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში,  არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოვლინდა. ამოღებულია 5 უკანონო სახერხი დანადგარი, პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი და მრგვალი მორი.

გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შედგა 5 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. ამოღებული სახერხი დანადგარები გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

(Visited 15 times, 1 visits today)

კომენტარები