ვისოლმა საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ქსელს ელექტრომობილების დამტენი პირველი ავტოგასამართი სადგური შემატა. ელექტრომოლების მძღოლები თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე უფასოდ შეძლებენ საკუთარი ავტომობილის გამართვას. ელექტრომობილების დამტენი ავტოგასამართი სადგურის გახსნას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. ღონისძიებაზე სიმბოლურად ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მედია Test Drive-იც გაიმართა ელექტრომოლთა მძღოლების კლუბის – Nissan Loaf Club Georgia-სა და „ავტობილდის“ ხელმძღვანელობით.
ზაფხულის დასასრულამდე ვისოლი ელექტრომობილების დამტენ კიდევ ერთ ავტოგასამართ სადგურს გახსნის გორში და მომავალში ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს.
„ვისოლი“ ელეტქრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით განავითარებს. „ი-სპეისი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციას.