საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც  ქ. მაუერბახში ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს.  შეხვედრა  ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის მოწვევით იმართება.

არაფორმალურ შეხვედრაზე “Building Trust through Dialogue and Co-operation”  მონაწილეების მსჯელებენ ეუთო-ს სივრცეში  უსაფრთხოების გარემოსა და ექსტრემიზმის  აღმოფხვრის საკითხებზე. საქართვეოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს  სამუშაო სესიის მონაწილეებს  და საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და  რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე , რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში.

​არაფორმალურ შეხვედრაში, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეობასთან ერთად, მონაწილეობას იღებენ  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი, აგრეთვე, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში და ორგანიზაციის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები.​

 

(Visited 5 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*