შპს „ედესი ჯგუფი“ ქართულ ბაზარზე 20 წელზე მეტია არსებობს. კომპანია საკანცელარიო (საოფისე, ასევე სასკოლო ნივთები) და პოლიგრაფიული პროდუქციის როგორც იმპორტს, ასევე  ექსპორტს ახორციელებს.  კომპანია 2000 წლიდან არსებობს და მასში გაერთიანებულია წამყვანი ევროპული და აზიური (Navigator, Bilt, UPM, Koehler, Paperline, Jovi და სხვ) ბრენდები.

როგორც „თბილისი თაიმსს“ კომპანიაში განუცხადეს, ,,ედესი ჯგუფი“ ამარაგებს სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს. მათი პროდუქცია ექსპორტზე – სომხეთში გადის.

„ჩვენი კომპანია დაახლოებით 20 წელზე მეტია არსებობს და ორი მიმართულებით ვმუშაობთ, ეს შეეხება  საკანცელარიოსა  (4 წელია, რაც არსებობს) და პოლიგრაფიას. ვაწარმოებთ საკანცელარიო და პოლიგრაფიული პროდუქციის იმპორტს და ვყიდით მსხვილ ობიექტებზე. მცირედი ექსპორტის გატანა ხდება სომხეთში და სხვა ბაზრების ათვისებას არ ვგეგმავთ. საქართველოში მრავალფეროვანია ასეთი ტიპის პროდუქცია და კონკურენტუნარიანია ბაზარზე. კომპანიაში სულ 55 ადამიანია დასაქმებული. ვთვლით, რომ საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები და ხარისხიანი პროდუქცია გვაქვს, როგორც ევროპული, ისე არაევროპული ბრენდის.“ – აცხადებენ კომპანიაში.

ეკა წიკლაური

(Visited 102 times, 1 visits today)

კომენტარები