თბილისის მთავარი გამოწვევაა ის, რომ ქალაქს არ ჰყავს პატრონი, ისევე, როგორც გუდიაშვილის მოედანს, – ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა გუდიაშვილის მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მან ამომრჩეველს საკუთარი თავი მერობის კანდიდატად წარუდგინა.

“ჩემი მთავარი სათქმელია ის, რომ ვიცი რთულია, მაგრამ ხალხთან ერთად მზად ვარ ვუპატრონო თბილისს. ამ დრომდე მე მხოლოდ ხალხზე ვიყავი დამოკიდებული, რადგან ვიყავი დამოუკიდებელი დეპუტატი და ასეთად დავრჩები – მე და ხალხს არ გვეყოლება შუამავლები და ყველასთვის ხელმისაწვდომი ვიქნები. როგორც აქამდე შეეძლოთ, ქუჩაში გავეჩერებინე და რამე შემოეჩივლათ, გამარჯვების შემდეგაც ასევე ხელმისაწვდომი ვიქნები ყველასთვის”, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

ის წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ არის ნიშნები, რომლის მიხედვითაც ბინძური წინასაარჩევნო კამპანია იქნება. “უკვე ისეთი ნიშნებია, რომ ბინძური წინასაარჩევნო კამპანია იქნება, მაგრამ მე მზად ვარ ნებისმიერი სისაძაგლე ავიტანო. შეცდომები მაქვს დაშვებული, მაგრამ არა ისეთი, რომ ხალხისთვის თვალის გასწორება მრცხვენოდეს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

(Visited 14 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*