დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 49-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქი დაახლოებით 600 ბავშვს მონათლავს. პატარებს ტრადიციულად საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

ნათლობის შემდეგ, ტაძარში პატრიარქი მივა და ნათლულებს დალოცავს.

ამ დროისთვის ილია მეორეს 32 104 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

(Visited 24 times, 1 visits today)

კომენტარები