“უსამართლობის კედლები, რომელიც აგებულია უსამართლობის და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე, ისე დაინგრევა, როგორც დაინგრა ეს კედლები ევროპაში, მოთმინების, საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზაციის და მშვიდობიანი პროცესის შედეგად”, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციის – “საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა” გახსნაზე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსთვის ყველაზე დიდი პრობლემა მცოცავი ოკუპაციაა.

“გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. როდესაც კომენტარები აღვსილია ცინიზმით, დაძაბულობის შემტანია რეგიონში. საქართველო ამ პრობლემატიკის მიმართაც გამოირჩევა უაღრესი პასუხისმგებლობით და მოთმინების უნარით. იმ ისტორიულ უსამართლობასთან, რომელიც რამდენიმე კილომეტრში ხდება, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციის სახით, ჩვენ გვაქვს ევროპულ გამოცდილებაზე დამყარებული დამოკიდებულება”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მოუწოდა მეგობარ ქვეყნებს, იყვნენ უაღრესად პრინციპულები, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

“არცერთი ნაბიჯი, არცერთი მეტრი იმ მიწის, რომელიც სრულიად უკანონოდ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, არცერთი შემთხვევა ბარიერების გავლების არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, არამარტო ჩვენი მოქალაქეების მიერ. ასეთი უსამართლობა არ მთავრდება ხოლმე იქ, სადაც მთავრდება. უსამართლოდ გავლებულ საზღვრებს და კედელებს ყოველთვის მოჰყვება ხოლმე თავისი ექო. ყოველთვის მზად ვართ, ვიყოთ პრინციპული და მოველით თქვენგანაც ნათელ და მკაფიო შეფასებას. საქართველო არავის პრივილეგირებული ინტერესის სფერო არ არის, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თავის იდენტობას საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა და მომავალ საუკუნეებშიც განახორციელებს”, – განაცხადა გიორგი მარგევლაშვილმა.

(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*