აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიზიტით საფრანგეთში ჩავიდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს ინვალიდთა სახლში შეხვდება. საზეიმო ცერემონიის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები ელისეს სასახლეში გადაინაცვლებენ, სადაც პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

პირისპირი შეხვედრის შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

საღამოს ემანუელ და ბრიჟიტ მაკრონები დონალდ და მელანია ტრამპებს ეიფელის კოშკის მეორე სართულზე, „ჟიულ ვერნის“ რესტორანში უმასპინძლებენ ვახშამზე.

ხვალ კი დონალდ ტრამპი მონაწილეობას მიიღებს 14 ივლისის, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის ღონისძიებებში. კერძოდ, ის დაესწრება სამხედრო აღლუმს, რომელიც შანზ-ელიზეზე გაიმართება.

(Visited 19 times, 1 visits today)

კომენტარები