მზის ენერგიის პანელები ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მნიშნელოვანი წყაროა, თუმცა მზის ენერგიის პანელები, რომლებიც ჩინეთში განათავსეს,არამხოლოდ ჩვენი გარემოსთვისაა კარგი,არამედ სანახაობრივი თვალსაზრისითაც მიმზიდველია.

ჩინურმა კომპანიამ გადაწყვიტა შეეცვალა მზის პანელების განთავსების ტრადიციული მიდგომა და მათთვის გიგანტური პანდის ფორმის მიცემა გადაწყვიტა. კომპანიაPanda Green Energy Group”-მა პანდის ფორმის მზის ელექტროსადგული ივნისში გახსნა. პანელები ჩინეთის ჩრდილოეთით, შანხაის პროვინციაში მდებარეობს. იგი გადაჭიმულია 100 ჰექტარზე, პროექტის ავტორიროგორც „Panda

Green Energy Group“, ისე გაეროს განვითარების პროგრამაა.

პროექტის ერთ-ერთი მიზანი გახლდათ ის, რომ გარემოს დაცვის იდეა, რომელიც გამოხატულია სწორედ მზის პანელების განლაგებაში მარტივი და მიმზიდველი ყოფილიყო ახალგაზრდებისთვის.

გარდა ელექტროსადგურისა, ადგილზე საზაფხულო ბანაკები მოეწყობასადაც სკოლის მოსწავლეები თუ სტუდენტები გაეცნობიან გარემოსდაცვით პოლიტიკას და ამ დარგში ახალი ტექნოლოგიური ინიციატივების შესახებ სიახლეებს.

 

REN21-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ჩინეთში არსებული მზის პანელების რაოდენობა მსოფლიოში არსებული პანელების რაოდენობის მეოთხედია, ქვეყანა გეგმავს რომ 2020 წლისთვის მათი რაოდენობა კიდევ გაზარდოს. ამ ერთგვარ „მარათონში“ სახელმწიფოს გარდა ჩართულნი არიან კერძო კომპანიებიც.

Panda Green Energy Group“-ის განცხადებით, ისინი მიესალმებიან მათი იდეის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას და მოუწოდებენ ქვეყნებს, მათაც მისცენ ფორმა და სხვა დამატებითი დანიშნულება მზის ელექტროსადგურებს.

ფიჯის პრემიერ მინისტრის თქმით, მსგავსი პროექტის განხორციელება იგეგმება ფიჯიზეც.

პანდის ფორმის მზის ელექტროსადგური არ არის პირველი სადგური,რომელსაც ფორმა მისცეს. პირველად მსგავსი პროექტი აშშ-ში განხორციელდა.

ელექტროსადგურს მიკი-მაუსის თავის ფორმა აქვს. ის მასშტაბებით საგრძნობლად ჩამორჩება ჩინეთის პანდის ელექტროსადგურს და მოცულობით მასზე ბევრად ნაკლებია.

ნათია კეკენაძე

 

(Visited 84 times, 1 visits today)

კომენტარები