საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ევროპარლამენტარებთან.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები, მათ შორის აქცენტი გაკეთდა ასოცირების შეთანხმების ეფექტიან განხორციელებაზე, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციიდან და უვიზო რეჟიმიდან მიღებულ სარგებელზე. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და საქართველოს პრიორიტეტებს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტის წევრები მიესალმნენ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზი გაუსვეს რეფორმების უწყვეტობის მნიშვნელობას.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროპარლამენტის როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაღრმავების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, ქართული მხარე მიესალმა მიმდინარე წლის 4 ივლისს საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფის მიერ მიღებულ მანიფესტს, რომელშიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ არის დადასტურებული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია.​

(Visited 12 times, 1 visits today)

კომენტარები