4 წთ წინ
კახა კალაძე: “ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელი იყო”
12 საათის წინ
ამირან გამყრელიძე: “არ მინდა ვიფიქრო, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციის გამიზნული დისკრედიტაცია ხდება”
12 საათის წინ
“საქართველოში 29 222 დოზის ოდენობით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა გაიხარჯა”
20 საათის წინ
“ხარვეზი უახლოეს პერიოდში გამოსწორდება” – მერიის პასუხი საბავშვო ბაღებში საკვებთან დაკავშირებით
21 საათის წინ
სააპელაციო სასამართლომ ”ბასიანთან” მომხდარ დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, 17 ივლისს, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი გაიმართება. პეტრო პოროშენკო თბილისს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან – სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, ქართველი და უცხოური მედიის წამომადგენლებისათვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პრესკონფერენციამდე სასახლეში ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვევა. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერმინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველო – უკრაინის ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარას ესტუმრება. ბათუმში უკრაინის პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება.

პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო – უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები