საქართველოდან დაკლული ცხვრის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წელს  93 ათასზე მეტი სული  წვრილფეხა პირუტყვის – ცხვრის ტან-ხორცია ექსპორტირებული, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 10-ჯერ აღემატება. 2016 წლის პირველ ნახევარში 7500 ტან-ხორცია  ექპორტზე გატანილი.

 „დაკლული ცხვრის ხორცის ექსპორტის  თვალშისაცემი მატება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ  დაავადებებზე ზედამხედველობის გაძლიერების და იმ ღონისძიებების შედეგია, რომლებიც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ტარდება. სააგენტო ყოველწლურად ახორციელებს წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკურ და სავალდებულო ვაქცინაციებს სხვადასხვა  დაავადებებზე, სისხლის სინჯების მონიტორინგსა და კონტროლს. ეფექტიანი ვეტერინარული კონტროლის მიზნით ქვეყნის მასშტაბით უკვე  ფუნქციონირებს ცხოველთა ოთხი ბიოუსაფრთოების პუნქტი.   მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცხოველთა სასაკლაოები მოწყობილია თამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც ექსპორტიორი ქვეყნებისთვის ნდობის საფუძველი გახდა. ხორცის ექსპორტის ზრდა ხელს უწყობს დამატებითი ღირებულების შექმნას ქვეყანაში და დარგში დასაქმებულთა შემოსავლების ზრდას,“ – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

საქართველოდან დაკლული ცხვრის ტანხორცის ძირითადი ექსპორტიორებია   ირანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი და  ერაყი.

(Visited 18 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*