საქართველოში საკმაოდ ბევრი მარტოხელა მშობელია. მათი უმეტესობა მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, მაგრამ ვხვდებით მარტოხელა მამაკაცებსაც. საინტერესოა როგორ ეხმარებიან ამგვარ ადამიანებს.

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა(HRDF) კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ 25 უნიციპალიტეტიდან მარტოხელა მშობლისთვის დახმარება განსაზღვრული მხოლოდ 12 მუნიციპალიტეტშია, მათგან ნაწილი კი მხოლოდ მარტოხელა დედებს ეხმარება.

“რადგან კანონი მარტოხელა მშობლებისთვის არანაირ დახმარებას არ ითვალისწინებს, ფონდი ადგილობრივი თვითმმრთველობების მიერ დაწესებული შეღავათებით დაინტერესდა. როგორც თითოეული მათგანისგან მიღებული ინფორმაციის გაანალიზებისას გაირკვა, 25 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 12-ს ჰქონდა განსაზღვრული დახმარება მარტოხელა მშობლისთვის.

თუმცა რამდენიმე მათგანი დისკრიმინაციულ მიდგომას ამჟღავნებდა და დახამრებას მხოლოდ მარტოხელა დედებს გამოუყოფდა. მოგვიანებით, ფონდის მიმართვის საფუძველზე, რამდენიმე მათგანმა პროგრამაში ცვლილება შეიტანა და “მარტოხელა დედა“ “მარტოხელა მშობლით“ შეცვალა. ხოლო იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მარტოხელა მშობლებისთვის არანაირი დახმარება არ არსებობს, არც ისე მცირეა სტატუსიანი მარტოხლა მშობლების რიცხვი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სტატუსიანის გარდა, ფაქტობრივი მარტოხელა მშობელიც ბევრია. აღნიშნული 12 მუნიციპალიტეტიდან ზოგიერთის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ორივე კატეგორიის დედებსა და მამებს ეხმარებიან”,-ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნინო ზარიძე

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები