არსებობს გარკვეული ქმედებები, რომლებიც საზოგადოებაში განსაკუთრებულ აგრესიას იწვევს. იმის გასარკვევად, თუ რა დამოკიდებულება აქვთ თბილისის მაცხოვრებლებს არანორმატიულად მოქცევის მიმართ, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა “ეისითიმ” კვლევა ჩაატარა.

გამოკითხვა  შემთხვევითი შერჩევის გზით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, თბილისის 400 ზრდასრულ მოსახლეს შორის ჩატარდა, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება 4.9%-ს არ აღემატება.

კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ თბილისელები ყველაზე ნეგატიურად სხვადასხვა უმცირესობების მიმართ მტრული დამოკიდებულების გამოვლენის ფაქტებს აფასებენ, განსაკუთრებით კი რელიგიური და ეროვნული უმცირესობის შემთხვევებში (გაუმართლებელია – 97%; 95%). თუმცა, მტრული დამოკიდებულების  გამოვლენის მიმართ დამოკიდებულება შედარებით ნაკლებად ნეგატიურია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების მიმართ (გაუმართლებელია – 80%).

მეუღლის ღალატის მიმართ თბილისელთა ლოიალობის ხარისხი განსხვავდებამოღალატისსქესის მიხედვითქალის მიერ ღალატი ერთერთი ყველაზე გაუმართლებელი საქციელია (96%), მაშინ, როდესაც მამაკაცის ღალატის მიმართ დამოკიდებულება შედარებით ლმობიერია (82%).

ყველაზე გაუმართლებელი ქცევების სიაში ასევე შევიდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება (92%), გადასახადებისგან თავის არიდება (91%), ქრთამის აღება/მიცემა (90%).

დანარჩენ არანორმატიულ ქმედებებს კი შემდეგი პროცენტული წილი ერგოთ:
სიმთვრალე / ალკოჰოლიზმი (გაუმართლებელია – 65%), ნაპოვნი ნივთების / ფულის მითვისება (71%), პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა (74%) და ჯარში მსახურობის თავიდან აცილება (75%).

ნინო ზარიძე

(Visited 59 times, 1 visits today)

კომენტარები