სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ. ქართული მარშის ორგანიზატორთა მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც თათია დოლიძის შეურაცხყოფასა და სავარაუდო მუქარას შეიცავდა.

“სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს აშკარა მიზოგინიური და სიძულვილის ენის გამოყენების გამო, რაც კიდევ უფრო ამყარებს გენდერული თანასწორობის მხრივ ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობას. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად და ეფექტიანად წარიმართოს მუქარის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება”, – წერია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მუქარასა და შეურაცხყოფას ეხმაურება თავად თათია დოლიძეც. “პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის”, –  წერს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-ს მიერგამოძიება ასსკ-ს 151-ე მუხლით დაიწყო.

(Visited 82 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*