უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინის განცხადებით, “საქართველოში ყოფნისას გრძნობ, რომ მეგობრებთან ხარ”. ამის შესახებ მან საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.
“უკრაინელებმა და ქართველებმა ვიცით თუ როგორ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ეს არ არის უბრალოდ ოფიციალური ვიზიტი, ამ ვიზიტით ჩვენს მეგობრობას ხაზს ვუსვამთ. აღნიშნული ვიზიტი არა მხოლოდ ოფიციალურ მოლაპარაკებებსა და შეხვედრებს ეხება. ის პირველ რიგში ეხება უკრაინისა და საქართველოს საერთო გზას საერთო მომავალში”, – განაცხადა პავლო კლიმკინმა.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, გუშინ ეწვია.