19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ბრალდებულ რობერტ ახალაიას განცხადებით, მას თავიდან არ ჰქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება, თუმცა ფოთში ჩასვლის შემდეგ გადაწყვიტა, პოლიციაში მისულიყო.
“თავიდან, სანამ დავფიქრდებოდი ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებაზე, არ მქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება. თუმცა, როდესაც გავიაზრე ყველაფერი, გადავწყვიტე გამოვცხადებულიყავი. ფოთში ვიყავი ზღვაზე, როდესაც მოვიდნენ სამართალდამცველები და მითხრეს, რომ პოლიციაში ვიყავი დაბარებული. მე მათ ჩემი ნებით წავყევი. “თუ მიმალვა მინდოდა და მქონდა სურვილი არ მეთანამშრომლა გამოძიებასთან, არ ვაჩვენებდი, სად იყი დანა და გადავაგდებდი ზღვაში”, – განაცხადა ახალაიამ.