ქარელის ჩირის მწარმოებელი კომპანია პროდუქციის სარეალიზაციო არეალს აფართოებს.კომპანია 2015 წელს შეიქმა და მცირე დროში შეძლო მომხმარებლის დაინტერესება საკუთარი პროდუქციით. „ჩიკორი“ წარმოდგენილი იყო მთელი თბილისი მასშტაბით, როგორც დიდი ასევე მცირე მარკეტებში. როგორც ”თბილისი თაიმსს” ”ჩიკორის” მწარმოებელი „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანიამ” „განუცხადა, ქარელის ჩირზე დიდი მოთხოვნაა რეგიონებშიც.
„ამ ეტაპზე „ჩიკორის“ შეძენა შესაძლებელია თბილისი დიდ მაღაზიათა ქსელებშუი, როგორიცაა, „სმარტი“, „ორი ნაბიჯი“, „კარფური“, „გუდვილი“, „ზღაპარი“. ჩვენი კომპანიის ჩირი წარმოდგენილია ასვე მცირე მარკეტებშიც. რაც შეეხება მოთხოვნას, ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება. რეგიონებიდან ხშურად გვიკავშირდებიან და გვთხოვენ პროდუქცია მათთანაც შევიტანოთ. ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ნაბიჯია ჩვენი კომპანიისთვის.“
როგორც კომპანიაში განმარტავენ, გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად კომპანია სრული დატვირთვით მუშაობს.
რაც შეეხება „ჩიკორის“ შეთავაზებებს, კომპანია მომხმარებელს სეზონურ ჩირებთან ერთად, საზაფხულო ჩირებსაც სთავაზობს. ამ ეტაპზე კომპანიაში რამდენიმე სახეობის ჩირები იწარმოება: საზამთროს, ატმის, ქლიავის, ხურმის, ასევე ტკბილი ხურმისა და მჟავე ატმის მიქსი.
მკითხველს რომ შევახსენოთ, კომპანია ქარხანას ქარელის რაიონში, მდინარე ძამას ხეობის ეკოლოგიურად სუფთა მიდამოებში ფლობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია 100% ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან ჩირების დამზადება. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში.აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ ISO-ს სურსათის უვნებლობის დამადასტურებელი სერთიფიკატიც მოიპოვა.
მარიამ ლეკიაშვილი