“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, Facebook-ზე საარჩევნო სლოგანი წარადგინა.
“სიცოცხლით სავსე ქალაქი” ასე იქნება კალაძის საარჩევნო კამპანიის მთავარი დევიზი.
“სიცოცხლით სავსე ქალაქი”. ასეთი უნდა იყოს თბილისი და მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. თბილისი გაიმარჯვებს!”, – აცხადებს კახა კალაძე ვიდეომიმართვაში.