ვაკის პარკს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია შეუერთდა და მთლიანი ფართობი, დაახლოებით 34 ჰექტარი, ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ მოექცა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მთელ სივრცეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
“შევასრულე ჩემი კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება, დავიწყე დიღმის ტყე-პარკის დაბრუნების პროცესი. გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება”, – განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ პრესკონფერენციაზე.