ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კლვევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 40% კი დასაქმებულად.
კვლევის თანახმად, ასევე გაირკვა, რომ სამუშაო ადგილებს მოქალაქეები ნომერ პირველ პრობლემად ასახელებენ. პობლემებს შორის მეორე ადგილზე სიღარიბე (31%), ხოლო მესამეზე ტერიტორიული მთლიანობაა (28%). მათ შემდეგ მოდის: ფასების ზრდა – 28%, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებას- 25%, პენსიას – 22%, ხელფასებს – 16%, რუსეთთან ურთიერთობას – 11%, ადამიანის უფლებებს – 11%, სამართლიანობის აღდგენას – 6%, სამართლიანი არჩევნებს – 6%, სიტყვის თავისუფლებასა და ნატო-ში გაწევრიანებას – 5%, სასამართლო სისტემას – 4%, ევროკავშირში გაწევრიანებას და კრიმინალს გამოკითხულთა – 3 %.
ასევე, შრომით უფლებებზე გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ შრომითი უფლებები დაცული არ არის.
კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.
NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისია თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს შეაფასებს და რეკომენდაციებს წარადგენს.
მისიამ ანგარიში ერთკვირიანი დაკვირვების შედეგად მოამზადა.