ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კლვევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% თვლის, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს. გამოკითხულთა 66% საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეა.
გამოკითხულთა 23%-ს მიაჩნია, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს. შეკითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 6%-ს, პასუხზე უარი კი 1%-მა განაცხადა. გამოკითხულთა 8% თვლის, რომ საქართველო არც ევროკავშირში და არც ევრაზიულ კავშირში არ უნდა გაწევრიანდეს.
NDI-ის კვლევის თანახმად, თანაბარია იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი და არასწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხულთა 31%-ს მიაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად სწორი ან ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 31% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ძირითადად არასწორი ან ნამდვილად არასწორი მომართულებით ვითარდება, ხოლო 35% კი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არ იცვლება.
რაც შეეხება მთავრობის საქმიანობის შეფასებას. გამოკითხულთა 35% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 10% – დადებითად, დანარჩენები კი ნეიტრალურად არიან განწყობილნი.