სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია შენობის დაახლოებით 40–45 კვადრატული მეტრის ფართი.
მათივე ცნობით, სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა 5 სამაშველო ბრიგადა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საწყობში გაჩნდა.
ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.