აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შესრულებული ნახატი Sanders Auctions-ზე გაიყიდა. მისი საწყისი ფასი 9 000 დოლარი იყო, თუმცა ნახატი 30 000 დოლარად გაიყიდა.
ნახატზე მანჰეტენზე მდებარე Trump Tower-ია გამოსახული და მას დონალდ ტრამპი ოქროს მელნით აწერს ხელს.
ტრამპმა ესკიზი სპეციალურად საქველმოქმედო აუქციონისთვის შექმნა, რომელზე შეგროვებული თანხაც წერა-კითხვის შემსწავლელ პროგრამას მოხმარდება.
მანამდე, საქველმოქმედო აუქციონზე საკუთარი ესკიზები გასაყიდად გამოიტანეს მსახიობმა შარლიზ ტერონმა და სენატორმა ჯონ მაკკეინმა.
წყარო: imedinews.ge