2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა პარიზი, 2028 წლისას კი ლოს-ანჯელესი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ივნისში მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმა პარიზსა და ლოს-ანჯელეს შორის კენჭი უყარა ზაფხულის 2024 და 2028 წლების ოლიმპიადის ჩატარების ადგილს, თუმცა აქამდე უცნობი იყო რომელი წელი რომელ ქალაქს ხვდა წილად. ორივე ქალაქის წარმომადგენლებს 2024 წლის თამაშები უფრო მეტად სურდათ, ვიდრე 2028 წლის.

როგორც წყარომ BBC-ის განუცხადა, ლოს-ანჯელესის წარმომადგენლობა 2028 წელს ოლიმპიადას იმის გამო დათანხმდა, რომ ამ პერიოდში გაცილებით მეტი ფინანსური მხარდაჭერა და ბენეფიტები ექნება საორგანიზაციო საკითხებს, ვიდრე 2024 წლის ოლიმპიადის შემთხვევაში.

ზაფხულის ოლიმპიადა ლოს-ანჯელესში ორჯერ – 1932 და 1984 წლებში გაიმართა.

(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*