ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 24 – 26 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „კარწახი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოში შემომავალი თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანების დათვალიერებისას, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები (ჯამში, 130 ცალი ვაზნა) აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

(Visited 7 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*