“40 კილომეტრში არიან რუსული ტანკები, 20% ოკუპირებულია, რასაც შტატები მკაცრად გმობს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ-ის ადმინისტრაცია მკაცრ პასუხს გასცემს ყველას, ვინც ეცდება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას. სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ პრეზიდენტმა ტრაპმა ხელი მოაწერა. რუსეთი დესტრუქციული ქმედებების შეწყვეტის შემთხვევაში შტაბები მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის, – განაცხადა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა.

მაიკ პენსის განცხადებით, მას სჯერა, რომ დადგება დრო, როცა ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აღნიშნავს. “ჩვენ მხარს ვუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იმ დროიდან, როცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა 2008 წელს. უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარდა, გვჯერა, რომ ძლიერი საქართველო მოახერხებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მჯერა, რომ ასეთი დრო დადგება”, – განაცხადა მაიკ პენსმა.

ეს განცხადება აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ამ წუთებში მიმდინარე პრესკონფერენციაზე გააკეთა. ბრიფინგის დაწყებამდე კვირიკაშვილის და პენსის შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. 

(Visited 99 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*