2 წთ წინ
კახა კალაძე: “ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელი იყო”
12 საათის წინ
ამირან გამყრელიძე: “არ მინდა ვიფიქრო, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციის გამიზნული დისკრედიტაცია ხდება”
12 საათის წინ
“საქართველოში 29 222 დოზის ოდენობით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა გაიხარჯა”
19 საათის წინ
“ხარვეზი უახლოეს პერიოდში გამოსწორდება” – მერიის პასუხი საბავშვო ბაღებში საკვებთან დაკავშირებით
21 საათის წინ
სააპელაციო სასამართლომ ”ბასიანთან” მომხდარ დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის  მიმართ  სასტიკი მოპყრობის ფაქტზე  მოქალაქე დ.ტ.-ს წარუდგინა ბრალდებასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017  წლის 31 ივლისს, ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ტ.-მ ძელის საშუალებით, რომელზეც დამაგრებული იყო ლურსმანი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სასტიკად  სცემა დაბმული ძაღლი. მიყენებულმა დაზიანებებმა ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.

პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებული დ.ტ.-სთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა და 3000 ლარის ოდენობით  გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელისსახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს  ვადით ერთ წლამდე.

 

(Visited 22 times, 1 visits today)

კომენტარები