17 საათის წინ
“ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
18 საათის წინ
,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“
19 საათის წინ
საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19 საათის წინ
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და კონკრეტული ინიციატივების უფრო სწრაფ და ეფექტიან იმპლემენტაციას.

“შედგა საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტს შორის, სადაც განხილული იქნა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა აქტუალური საკითხი.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტს იმ ნათელი მხარდამჭერი გზავნილებისთვის, რომლებიც გაჟღერდა ამ ვიზიტის განმავლობაში.

ხაზგასმით აღინიშნა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ გზავნილების ეფექტიან იმპლემენტაციას და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარების და კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.
პოლიტიკური კონსულტაციების არსებული ფორმატების კიდევ უფრო გაძლიერებისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მაიკ პენსს შესთავაზა იდეა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განიხილოს საქართველოს საკითხებში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ კონტრიბუციას, რასაც საქართველო იღებს  საერთაშორისო უსაფრთხოებაში და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიკეთისა და სტაბილურობის მომტანია”,- აღნიშნა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

(Visited 36 times, 1 visits today)

კომენტარები