17 საათის წინ
“ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
18 საათის წინ
,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“
19 საათის წინ
საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19 საათის წინ
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს

ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებული საქართველოს “წითელი ნუსხით” დაცული მურა დათვი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადაჰყავთ.

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებული მურა დათვი, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ზედამხედველობით, თბილისის ზოოპარკში გადაჰყავთ. ცხოველის ზოოპარკში გადაყვანა, მისთვის საუკეთესო ბუნებრივი გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად გადაწყდა. თბილისის ზოოპარკში დათვი  დროებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დარჩება.დათვის ტყვეობაში ყოფნას, ბოლო რამდენიმე დღეა, მედიასა და სოციალურ ქსელებში აპროტესტებენ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, ააიპ ზოოლოგიური ცენტრის დირექტორი სოსო ჯიქურაშვილი და რამდენიმე აქტივისტი. ისინი ცხოველის გადაყვანას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში არსებულ ააიპ ზოოლოგიურ ცენტრში მოითხოვენ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმ პირის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებენ, რომელსაც ცხოველი უკანონო ტყვეობაში ჰყავს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გავრცელებული ბრალდებების პასუხად, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან, დათვის უკეთეს პირობებში გადაყვანის უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო პროცედურა კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად გატარდა.

შეტყობინება, ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებულ დათვთან დაკავშირებით, სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოვიდა და, რეაგირების მოხდენის მიზნით, დაუყოვნებლივ გადაეცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს. ადგილზე მისულმა  თანამშრომლებმა სიტუაცია შეისწავლეს და ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით, პირის მიმართ, რომელსაც  მისივე განმარტებით  ცხოველი ტყვეობაში 2004 წლიდან ჰყავს, საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეული ცხოველის დატყვევების ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს.

ვინაიდან დათვის ტრანსპორტირებისთვის მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები იყო საჭირო (გადასაყვანი ტერიტორიისა და ვოლიერის მომზადება, შესაბამისი ტრანსპორტის უზრუნველყოფა, ვეტერინარის ადგილზე ყოფნა და სხვა), ცხოველი, დროებით, კვლავ ბელიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ ვოლიერში დარჩა და შესაბამისი აქტის საფუძველზე, დროებით ჩაბარდა პირს, რომლის მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩამორთმეული დათვი, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე თბილისის ზოოლოგიურ პარკს მიბარდა.

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები