აშშ-ის მოქალაქეებისთვის ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებაზე შეზღუდვა 1 სექტემბერს ამოქმედდება. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით, CBS News-ი ავრცელებს.

შეზღუდვა ეხებათ იმ პირებსაც, ვინც უკვე იმყოფება ჩრდილოეთ კორეაში, ახალი რეგულაციის თანახმად, მათ ჩრდილოეთ კორეა 1 სექტემბრამდე უნდა დატოვონ.

გამონაკლისს წარმოადგენს მედიისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვიზიტი ან ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან დაკავშირებული შემთხვევები.

ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებაზე შეზღუდვა სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი სტუდენტის გარდაცვალების შემდეგ დააწესა. ოტო უორმბიერი ფხენიანს 17 თვის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდა.

 

(Visited 16 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*