დღეს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა 17 მუნიციპალიტეტის 74 სოფელი, საიდანაც 55 სოფელში განხორციელდება გაზიფიცირებისთვის საჭირო სრული სამუშაოები, ხოლო 19 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები.

სამუშაოების შედეგად საქართველოში დამატებით 17,833 ოჯახი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი აირით.

საქართველოს მთავრობამ შეისწავლა ადგოლობრივი მოსახლეობის საჭიროებები და ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებისა და   საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 74 სოფელში მცხოვრები ოჯახების გაზიფიცირებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 მლნ ლარი გამოიყოფა.

განკარგულების მიხედვით გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდება შემდეგ სოფლებში: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: დისველის, ტანძიას, აკაურთას, ძეძვნარიანის, ფოცხვერიანის და იწრიას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე, სოფლების: მამხუტის, ქვემო და ზემო არქევანის, ხატავეთის და გეტას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება; დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი პატარა დმანისის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება; გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვახვრელის, სკრას და უფლისციხის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, სოფელი ახალხიზას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე, სოფელი ხიდისთავის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზედა გორას და ზედა ბზვანის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ალავერდის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი შამგონას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება; თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფშაველის, ლალისყურის და ლაფანყურის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: დავითიანის, შეერთებას, ქვემო გურგენიანის, ზემო გურგენიანის, ზემო ხიზას და ხიზაბავრას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება; კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: თელიანის და დოესის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ხოლო სოფლების: გარიყულას, სასირეთის და თელათგორის დაჩების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლესას და ქვემო და ზემო ჩიბათის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხათგვერდის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ასკანას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი უჯარმას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: შუა ნოსირის, თეკლათის, საგვარამიოს, ახალსოფელის და ნოსირის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე, სოფლების: გეჯეთის, ძველი სენაკის, ზედა სორტას და ქვედა სორტას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება; მუნიციპალიტეტის სოფელი ბუკისციხეს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება; ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: პატარა ფლევის, ნაცარგორას, დიდი ფლევის, ტკოცას, ზემო ბროლოსანის, ქვემო ბროლოსანის, კლდისწყაროს, წეღვერის, ტიტვინისწყაროს, ზემო აძვისის, ნაბახტევის, მცხეთიჯვარის, უწლევის, ალის, ბრილის, ქინძათის, ახალუბანის, დუმაცხოვის და კლდისწყაროს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად საქართველოს მთავრობა 20 მილიონი ლარით აფინანსებს გაზიფიცირების სამუშაოებს. მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმის მიხედვით, გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დაგეგმილია 34 სოფელში, სადაც ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 11ათას ოჯახს მიეცემა.

2013-2017წლებში, საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირდა 200 ათასზე მეტი აბონენტი. ასევე, 2014-2015წლებში ბუნებირვი აირის ქსელში ჩაერთო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის 13,459 ოჯახი. გაზიფიცირების სამუშაოებზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 253 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

(Visited 13 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*