საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით აშშ-სადა საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა და ეს იმ სწორიპოლიტიკის დადასტურებაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

ვიცე-პრემიერმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტიმთავრობის სხდომის შემდგომ კიდევ ერთხელ შეაფასა.

„ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, დადასტურება იმისა, რომ ამერიკისშეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მაღალდონეზე, მე გამოვიყენებდი ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკისშეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილაისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. ეს არის დადასტურება იმ სწორი პოლიტიკის, რომელსაცჩვენი მთავრობა ახორციელებს. პოლიტიკის, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში იმღირებულებების განმტკიცებას და გაძლიერებას, რაც გვაერთიანებს დასავლელ პარტნიორებთანდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან – ეს არის დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანისუფლებები. ეს დამოკიდებულება განაპირობა ასევე იმ განსაკუთრებულმა პროგრესმა, რომელიცბოლო წლების განმავლობაში გვქონდა და ეს აღინიშნა კიდეც ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდა ნდობა პარტნიორების მხრიდან და დღესსაქართველოს აქვს უპრეცედენტო თანამშრომლობა ყველა ჩვენს ძირითად სტრატეგიულპარტნიორთან და რაც მთავარია ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულშტატებთან“- განაცხადა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობსსაქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულიმთლიანობის მხარდაჭერასა და საქართველოს როგორც დემოკრატიულ, ასევე ეკონომიკურგანვითარებაში.

„ამ მიმართულებით ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანსაქართველოში და ჩვენ ვხედავთ მზაობას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს ესმხარდაჭერა, იმისათვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, შეძლოს გაუმკლავდეს ყველა გამოწვევასდა ასევე აითვისოს ახალი შესაძლებლობები,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მან ისტორიული უწოდა ანაკლიის პორტსა და უმსხვილეს ამერიკულ კომპანია შშA Mარინე-ს შორისგაფორმებულ შეთანხმებას., რაც ხაზს უსვამს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას და ახალდინამიზმსა და ენერგიას შესძენს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო როგორც დროის, ასევე მისიგეოგრაფიის გათვალისწინებითაც „საქართველო იმ ქვეყნების ჯგუფში მოხვდა, რომლებიცაღიქმებიან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მტკიცე პარტნიორებად, ეს არისდადასტურება ჩვენი ძალიან სწორი პოლიტიკის, რომელსაც ვახორციელებთ როგორც ქვეყნისშიგნით, ასევე ჩვენს პარტნიორებთან მიმართებაში“-დასძინა მინისტრმა.

(Visited 13 times, 1 visits today)

კომენტარები